ჯინ შაჰინი: „დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში“

08 ივლისი 2022, 11:30 988 ნახვა

‘’დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ დეკემბერში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში’’ - ეს  სენატორი ჯინ  შაჰინის  გზავნილია საქართველოს მთავრობისადმი.

როგორც  ამერიკის შეერთებული შტატების  სენატორი „ამერიკის ხმასთან“ აცხადებს,  საქართველოს მთავრობას შეუძლია რეფორმების განხორციელებაში ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან,ინკლუზიური პროცესის წარმართვით პროგრესს  მიაღწიოს.

სენატორი ამბობს,  რომ  ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება ადვილი არ იქნება, მაგრამ  რეფორმების განხორციელება „საუკეთესო შანსია ქართველი ხალხისთვის დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში