სამმხრივი შეხვედრა საქართველო-სომხეთი-აზერბაიჯანი

16 ივლისი 2022, 17:50 766 ნახვა

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები თბილისში. აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლა.

საგარეო უწყებაში იმედს გამოთქვამენ, რომ რეგიონის სტაბილური განვითარების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა საკითხის გადაჭრა, პოზიტიური დინამიკის შექმნა და რეგიონის პოტენციალის განვითარება.

შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ხელმძღვანელობით შეხვედრა ორმხრივ ფორმატში გაიმართა.

მანამდე კი პირველი აუდიენცია ქვეყნის  პრემიერთან უკვე გამართა  აზერბაიჯანის   საგარეო საქმეთა მინისტრმა.   

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მშვიდობიან სამეზობლო ინიციატივაზე და თანამშრომლობაზე ურთიერთსასარგებლო სფეროებში, მათ შორის, ეკონომიკის, ვაჭრობისა და კულტურის მიმართულებით.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი