CHI CHO (ლევან ბანძელაძე)

28 იანვარი 2023, 12:34 2056 ნახვა

CHI CHO (ლევან ბანძელაძე)

როგორც ჩიჩო თავად ამბობს, „მუსიკაში დახმარების ძიების შნო“ მას ოჯახისგან მოჰყვება - მის მუსიკალურ მეხსიერებას ფოლკლორისტი ბებია-ბაბუა, დედა და ბოლოს ძმა ავსებდნენ. სწორედ ძმის, მულტი-ინსტრუმენტალისტ შოთა ბანძელაძის მონდომებით „წყალტუბოდან ქუთაისში“ ჩამოყალიბებულ ჯგუფში ირიცხებოდა ჩიჩო დრამერად. უკვე თინეიჯერობისას ცხოვრების „განსაკუთრებულმა“ სვლამ ჩიჩო ჯერ მუსიკას ჩამოაცილა და მანვე შემდეგ მყარად გადაჯაჭვა მასთან. 10 წელზე მეტი ხანია ჩიჩო უხმაუროდ, უპრეტენზიოდ საავტორო მუსიკას ქმნის - ინგლისურ და ქართულ ენაზე შექმნილი მისი სიმღერები სტილისტური და განწყობის განსხვავებულობით ხასიათდება. ამაში დარწმუნება მისი YouTube-ის და ახლახანს Spotify-სა და Bandcamp-ის გვერდებზე ატვირთული შემოქმედების გარკვეულ ნაწილთან გაცნობით შეგიძლიათ.