ბათუმში ''დინამოსა'' და ''ლეხის'' მატჩზე გულშემატკივრებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა

29 ივლისი 2022, 12:41 3022 ნახვა

უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაზე "დინამო" ბათუმსა და პოზნანის "ლეხის“ მატჩის დაწყებამდე, მეტოქე გუნდების ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართული სპორტის ქომაგები ავრცელებენ.


"მატჩისწინა არეულობა ბათუმში. ლეხ პოზნანის 40 ფანსა და ქართველ ფანებს შორის რამდენიმე შეტაკებას ჰქონდა ადგილი მატჩამდე. ჩხუბში რამდენიმე “ქომაგების” წევრიც მონაწილეობდა.

შეტაკება მოულოდნელად დაიწყო, რაც "ლეხის" ფანების გამაღიზიანებელმა ქცევამ გამოიწვია. ორმხრივ ჩხუბში პოლონელ ფანებს, ბათუმელი გულშემატკივრები და "ქომაგების" წევრები დაუპირისპირდნენ.

ჩხუბი ძირითადად სუფთა ხელებით მიმდინარეობდა და მსუბუქად დაშავებულები ორივე მხარეს ჰყავს", - წერია ქართული სპორტის ქომაგების ინფორმაციაში. 


 

 


შეხვედრის მიმდინარეობისას ბათუმელ გულშემატკივარსა და "ლეხის" ფანკლუბის წევრებს შორის რამდენიმე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, მოხდა სხვადასხვა საგნების სროლა, ტრიბუნის ქვევით მყოფ ბათუმელ გულშემატკივრებს ლუდი გადაასხეს და ლუდის ქილები ესროლეს, მომხდარის შესახებ "ქომაგების“ გავრცელებული ვიდეოშიც არის ასახული.

როგორც "ქართული სპორტის ქომაგები" წერს პოზნანის "ლეხის" ფანკლუბი მოსკოვის "სპარტაკის" ხულიგნური დაჯგუფების მეგობრები არიან, რამაც ქართველი გულშემატკივრის მღელვარება გამოიწვია.

დაპირისპირებაზე სოციალურ ქსელში ''დინამო'' ბათუმის ფანკლუბმა ''შავი ზღვის პირატებმაც'' გაავრცელეს განცხადება, რომ მატჩამდე ნასვამი პოზნანელები სტადიონის მიმართულებით აგრესიულად დაიძრნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ უხამს ჟესტებს იყენებდნენ, ბათუმელთა პასუხს კი ლუდის შუშის ბოთლების სროლით უპასუხეს.


"მიუხედავად პოლონეთში განცდილი მძიმე მარცხისა, ჩვენ თითოეული მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და ასე იყო "ლეხთან" დაპირისპირებისა - გარდა უშუალოდ მოედანზე განვითარებული მოვლენებისა, ჩვენ ჩვენი ბრძოლა ტრიბუნასა და მის ფარგლებს გარეთაც გვაქვს. ცნობილი ფაქტია, რომ "ლეხის" ფანებს მეგობრული ალიანსი აქვთ მოსკოვის "სპარტაკთან" რაც მათ სტუმრობას ერთი-ორად საინტერესოს ხდიდა..

მატჩამდე ნასვამი პოზნანელები სტადიონის მიმართულებით აგრესიულად დაიძრნენ და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ უხამს ჟესტებს იყენებდნენ, ბათუმელთა პასუხს კი ლუდის შუშის ბოთლების სროლით უპასუხეს.

პირველი დაპირისპირებაც სწორედ ამ დროს მოხდა, პრორუს პოლონელებს "ქომაგების" რამდენიმე წევრი და ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ნაწილი დაუპირისპირდა. სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

რამდენიმე წუთში კი, მთავარი დაპირისპირება უკვე სტადიონთან დაიწყო, სადაც "პირატები" ვიკრიბებოდით, ორხმრივ ჩხუბში დაახლოებით 40-მდე "ლეხი" და ამდენივე ბათუმელი მონაწილეობდა. დაპირისპირების შემდეგ დაშავებულები ორივე მხარეს იყვნენ, რამდენიმე პოლონელს განსაკუთრებით არ გაუმართლა და პლასტიკური ქირურგის დახმარებას საჭიროებს. პოლიციამ ორივე ფანების რამდენიმე წევრი დააკავა", - წერია "პირატების" განცხადებაში.


 

"დინამო" ბათუმი ორი მატჩის ჯამში "ლეხთან" 1-6 დამარცხდა და ევროტურნირების მიღმა დარჩა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში