მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში U23 

21 ოქტომბერი 2025, 09:09 102 ნახვა

სერბეთის ქალაქ ნოვის სადში დაწყებულ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის პირველივე დღეს 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თემურ ორჯონიკიძე ფინალში გავიდა და დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.

გარდაბნელმა ათლეტმა ფინალისკენ სვლა საკვალიფიკაციოში ამერიკელი აიდინ მაკელინიმ ძლევით დაიწყო, შემდეგ მოლდოველ ალექსანდრუ სოლოვეის, შვედ კარლ ბაფს და ნახევარფინალში უზბეკ დონიორხონ ნაკიბოვს მოუგო.

ფინალში ორჯონიკიძის მეტოქე უკრაინის სახელით მოასპარეზე ირფან მირზოევი იქნება. 130 კგ-ში "რეპეშაჟში" გავიდა და ბრინჯაოს მედისთვის იჭიდავებს საბა ჭილაშვილი.

87 კგ-ში აჩიკო ბოლქვაძე მერვედფინალიდან ჩაება ასპარეზობაში, მაგრამ პირველივე ბრძოლაში "ბოლო ილეთის" წესით დამარცხდა უკრაინელ ივან ჩმირთან. 63 კგ-ში საკვალიფიკაციო ეტაპიდანვე მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა რომეო ბერიძე, რომელიც ეგვიპტელ ადჰამ აიმან ელსაიედთან 0:7 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე