პოლიტიკური შეფასებები

14 აგვისტო 2022, 14:40 909 ნახვა

,,ეს არის გზავნილი პარტნიორებისგან, რომ  საქართველოს ხელისუფლების ყველა ნაბიჯი ეწინააღმდეგება ევროკავშირის  მოთხოვნებს“ - ასეთია ოპოზიციის ნაწილის შეფასება, რომელიც ევროკავშირის ანგარიშს ეხება. 

ხელისუფლების ოპონენტები მმართველ ძალას ანტიდასავლვლურ პოლიტიკაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ  ევროკავშირმა   ქვეყანაში  ძირითად სფეროებში  უკუსვლა დაინახა. მმართველ პარტიაში კი  ამბობენ, რომ დოკუმენტში წარმატებულ რეფორმებზეც არის საუბარი.

ირწმუნებიან, რომ გამოწვევებს მმართველი ძალა წლის ბოლომდე გაუმკლავდება.   შეგახსენებთ, ევროკავშირმა  საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების  შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ქვეყანაში არსებულ მედია გარემოზე. ნათქვამია, რომ  მედია გარემო  გაუარესებული და ძალზე პოლარიზებულია.   

ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა პოლიტიკურად სენსიტიურ  სასამართლო  საქმეებს,  და ამ კონტექსტში მოხსენიებული არიან ნიკა მელია, ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ   განხორციელდა სახალხო დამცველის აპარატის დამოუკიდებლობის შერყევის მცდელობები, რომ  სასამართლო სისტემაში რეფორმებმა  საკვანძო სფეროებში რეგრესი განიცადა, ასევე საუბარია ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებზე, რუსეთსა და ბელარუსზე სანქციების არ დაწესების საკითხზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში