უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, შავი ზღვის გავლით აფრიკისკენ გაემგზავრა

16 აგვისტო 2022, 19:13 278 ნახვა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი, შავი ზღვის გავლით აფრიკისკენ გაემგზავრა. გემს 23 000 ტონა ხორბალი გადააქვს. უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, რის გამოც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სურსათის დეფიციტის შიში გაიზარდა. ცნობისთვის, ივლისში, გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით, კიევსა და მოსკოვთან ივლისში გაფორმდა შეთანხმება, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის მიზნით უკრაინული პორტების განბლოკვას ითვალისწინებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში