უკრაინა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს - სალომე ზურაბიშვილი

24 აგვისტო 2022, 12:17 591 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"უკრაინა, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინელი ერი მსოფლიოს აჩვენებს თავის ღირსეულ ბრძოლას დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ახლო, მოძმე ერები არიან, მსგავს ბრძოლაში ჩართულები. ჩვენ ვიცით დამოუკიდებლობის ფასი. ყოველთვის ერთად ვიდგებით. #SlavaUkraini“, - წერს პრეზიდენტი.

დღეს უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში