ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

30 აგვისტო 2022, 14:34 925 ნახვა

41 000 აბიტურიენტიდან 32 100-ზე მეტი სტუდენტი გახდა.  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სასწავლებლის მიღმა 8 000 აბიტურიენტი დარჩა. 

მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებმაც ზღვარი ყველა საგანში გადალახეს, თუმცა იმის გამო, რომ მათ საკმარისი რაოდენობის პროგრამები არ აირჩიეს, ან ისეთი პროგრამები აირჩიეს, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, ეროვნულ გამოცდებს გამოეთიშნენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით,  სახელმწიფო გრანტი 6 550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, მათ შორის 1 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა 100%-იანი გრანტი, 1 500-მდე აბიტურიენტმა 70%-იანი, 4 000-ზე მეტმა კი 50%-იანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი