ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვართან შეტაკებებია

16 სექტემბერი 2022, 11:08 563 ნახვა

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვართან შეტაკებებია. საზღვრის მთელ პერიმეტრზე ამ დრომდე შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით დილით 11:00 საათის მონაცემებით, ტაჯიკეთის საზღვრისპირა რაიონებში შეტაკებების ინტენსივობამ იკლო, თუმცა ვითარება დაძაბული რჩება.

რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის გამწვავების შედეგად 11 ყირგიზი ჯარისკაცი დაშავდა.

ვრცელდება ინფორმაცია ყირგიზეთის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში