რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

11 ნოემბერი 2025, 14:48 87 ნახვა

რუსეთის თავდასხმის სამიზნე  დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის და დნიპროპეტროვსკის ოლქები გახდა.

დრონებით განხორციელებული და სარაკეტო დარტყმების შემდეგ არის მსხვერპლი. განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაშავებულია ათზე მეტი ადამიანი. 

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით, დონეცკის ოლქში, პოკროვსკის და მირნოგრადის რაიონებში სიტუაცია კვლავ დაძაბულია, უკრაინული ძალები ცდილობენ, პოზიციები შეინარჩუნონ, ხოლო რუსული საოკუპაციო ძალები კი ამ ტერიტორიაზე წინსვლას აგრძელებენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში კიდევ 1020 ჯარისკაცი დაკარგა.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე