შეხვედრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან

16 სექტემბერი 2022, 11:35 358 ნახვა

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებული სოფლების მოსახლეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შეხვდა.  თეა ახვლედიანმა სოფელ ყიზილაჯლოსა და წოფში მცხოვრებ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. უწყების ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პროცესში, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. სახელმწიფო მინისტრმა სოფლებშo  რეაბილიტირებული აზერბაიჯანულ-ენოვანი და ინტეგრირებული სომხურ-აზერბაიჯანული ახლადაშენებული საჯარო სკოლები  დაათვალიერა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში