კონკურსი დამწყები შემოქმედებისთვის

25 სექტემბერი 2022, 10:20 1123 ნახვა

შუახევში ლიტერატურული კონკურსი ,,პეგასის“ მეორე ეტაპი გაიმართა. შემოქმედებით მარათონში ერთმანეთს აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის  დამწყები მწერლები ეჯიბრებიან პროზასა და პოეზიაში.

კონკურსანტებმა  პირველ ტურში შექმნილი ნაწარმოებები  წარუდგინეს ჟიურის.

პროექტის ფინალი 30  სექტემბერს  მაჭახლის ხეობაში მოეწყობა, სადაც  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.  მათ  ფულადი საჩუქრები და პრიზები გადაეცემათ.

ლიტერატურული ღონისძიება მეოთხედ ტარდება, მისი მიზანი დამწყები შემოქმედი ახალგაზრდების  გამოვლენაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში