არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი - ვოლოდიმირ ზელენსკი დნიპროზე განხორციელებულ იერიშზე

26 ოქტომბერი 2022, 10:12 717 ნახვა

არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ დნიპროზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშს, რომლის შედეგადაც სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ორსული ქალი დაიღუპა.

„ყოველ დღე ვიბრძვით ტერორისტებთან, რომლებიც მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ქალაქებს ბომბავენ, ცხოვრებას და მომავალს უნგრევენ უკრაინელებს. არასდროს ვაპატიებთ, შურისძიება იქნება სამართლიანი და გარდაუვალი“, - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში გუშინ ღამით განახორციელეს. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ჩამოვარდა და ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა მინიმუმ 2 პირი, 3 დაშავებული კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში