უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მუშაობს გზებზე, თუ როგორ აუაროს გვერდი რუსული ნავთობკომპანიების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს. ვიქტორ ორბანის თქმით, ის უკვე ესაუბრა უნგრეთის ნავთობისა და გაზის კომპანია „მოლს“.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრიუსელმა ომი აირჩია. დაამატა, რომ ევროკავშირმა შექმნა „მსურველთა კოალიცია“, რომლებიც მზად არიან სხვები სიკვდილზე გაუსვან.
ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით უკვე შესაძლებელი იქნებოდა მშვიდობის მიღწევა, თუ ბრიუსელი უბრალოდ შეწყვეტდა წინსვლის გზის დაბრკოლებას.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
