გერმანიის კანცლერის განცხადებით, იმედი, აქვს რომ აშშ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს.
ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამერიკული სანქციები ამ ბიზნესს არ უნდა შეეხოს, რადგან 2022 წლიდან ფედერალურ მართვაში გადავიდა. ფრიდრიხ მერცის თქმით, საკითხს ამერიკელებთან განიხილავს.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე
