ავტოსაგზაო შემთხვევა ინდოეთში, ერთმანეთს კერძო ავტობუსი და მოტოციკლი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, შეჯახებამ საწვავის გაჟონვა და ხანძარი გამოიწვია. „როიტერის“ ინფორმაციით, ცხედრების იდენტიფიცირება ამ დრომდე მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, შეჯახება ქვეყნის სამხრეთით მდებარე ტექნოლოგიურ ქალაქებს – ბენგალურუსა და ჰაიდარაბადს შორის მარშრუტზე მოხდა.