აჭარაში არალეგალური სავალუტო ჯიხურების მოწყობისთვის 10 პირი პასუხისგებაში მისცეს

02 ნოემბერი 2022, 10:09 588 ნახვა

აჭარის რეგიონში არალეგალური სავალუტო ჯიხურების მოწყობისთვის 10 პირი პასუხისგებაში მისცეს. ობიექტები ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე მუშაობდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით,  ბრალდებულებს სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ცხრა ფაქტი, რაზედაც ათი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, აჭარის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციაზე კანონდარღვევით მოწყობილი ჰქონდათ სავალუტო პუნქტები, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის გარეშე, ახორციელებდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულ იქნა 550 000 ლარის ოდენობის ექვივალენტის უცხოური ვალუტა.

აღნიშნული სახის დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში