შუშანა ფუტკარაძისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება

04 ნოემბერი 2022, 14:34 1191 ნახვა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, ცნობილი  ენათმეცნიერი, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი შუშანა ფუტკარაძე 80 წლის გახდა. მას დაბადებიდან  80  და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლის იუბილეს ულოცავენ.

საიუბილეო ღონისძიება მის ბსუ-ში გაიმართა.  ღონისძიებაზე შუშანა  ფუტკარაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ელიზბარ ციმნარიძის დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც მოეწყო.

დღესვე  ენათმეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის შოთა რუსთაველის სახელობის მედლით დაჯილდოვდა. ენათმეცნიერი რამდენიმე ათეული წელია იკვლევდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეების - აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ონომასტიკას,  ქართულ მეტყველებასა და დიალექტებს, თურქეთში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას.  მისი ავტორობით შეიქმნა არაერთი მონოგრაფია. 

გახლავთ წმ. ტბელ აბუსერისძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია  გევონდ ალიშანის საპატიო მედლითა და სხვადასხვა უწყების მიერ  საპატიო სიგელებით.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში