ლონდონის პარკში ვლადიმირ პუტინის სისხლიანი ქანდაკება დადგეს 

14 ნოემბერი 2022, 10:38 534 ნახვა

სათამაშო ტანკზე მჯდომი სისხლიანი  პუტინი  ლონდონის რიჯენტის  პარკში გამოჩნდა. სკულპტურის ავტორი  ფრანგი ქუჩის მხატვარი ჯეიმს კოლომინაა.

ხელოვანმა ნამუშევარი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გამოფინა, რითაც  უკრაინის ომს გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ აღნიშნა პუტინის ბავშვური, თუმცა საშიში საქციელი. ჯეიმს კოლომინამ ლონდონამდე  პუტინის ეს ცვილის სკულპტურა პარიზში, ბარსელონასა და ნიუ-იორკში  გამოფინა.

ლონდონში გამოფენა უკრაინის ქალაქ ბოროდიანკაში ბრიტანელი ქუჩის მხატვრის ბენქსის ნამუშევრების გახსნას დაემთხვა.

რუსეთის პრეზიდენტი დიდი ხანია გახდა მემებისა და თანამედროვე ხელოვანების პერსონაჟი. მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში