კორონავირუსის გამო გახანგრძლივებულ ლოქდაუნს ჩინეთში მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა

27 ნოემბერი 2022, 10:14 370 ნახვა

კორონავირუსის გამო  გახანგრძლივებული ლოქდაუნის წინააღმდეგ, საპროტესტო აქცია გაიმართა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სინძიანის რეგიონში. მედიის ცნობით, საპროტესტო აქცია ერთ-ერთ მრავალსართულიან შენობაში ხანძარს მოჰყვა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კორპუსის მოსახლეობამ შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლო, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო.

ხელისუფლება უარყოფს, რომ ქალაქში მოქმედმა ლოქდაუნმა ევაკუაცია და სამაშველო ოპერაცია შეაფერხა. ჩინეთის ხელისუფლებამ სინძიანის რეგიონში ყველაზე მკაცრი კარანტინი დააწესა.

ურუმჩიში, რომლის მოსახლეობა 4 მილიონ ადამიანს შეადგენს, ლოქდაუნი უკვე 100 დღეა გრძელდება.

მოქალაქეებს სახლებიდან გასვლა ეკრძალებათ. ქალაქში ბოლო დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 100 შემთხვევა გამოვლინდა.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში