პირველი ეროვნული კონფერენცია მასწავლებლებისთვის დასრულდა

27 ნოემბერი 2022, 17:14 960 ნახვა

პირველი ეროვნული კონფერენცია პედაგოგებისთვის დასრულდა. Ed Camp Georgia-ს ფარგლებში სხვადასხვა რეგიონიდან 150 მასწავლებელს საშუალება ჰქონდათ მოესმინა და გაეზიარებინა ერთმანეთის გამოცდილება. 

პედაგოგებმა მოისმინეს ფსიქოლოგების მოხსენებები, ასევე შეხვდნენ უცხოელ კოლეგებს.

კონფერენცია Ed Camp Georgia-ს ორგანიზებით, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და აჭარის განათლების სამინისტროს პარტნიორობით გაიმართა.

ინიციატივა 2010 წელს ამერიკაში ჩამოყალიბდა, ის უკვე 40-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს, საქართველოში კი წელს პირველად ჩატარდა.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში