პუტინი ვერ გახლეჩს უკრაინის დასავლელ პარტნიორებს - ბლინკენი

01 დეკემბერი 2022, 11:07 445 ნახვა

რუსეთის ბოლო პერიოდის სტრატეგია, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ითვალისწინებს, ვერ გახლეჩს უკრაინის მხარდამჭერებს - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბუქარესტში ნატოს ორდღიანი სამიტის დასრულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი სასტიკად ეპყრობა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას,  ანადგურებს ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და  უკრაინელებს გათბობის, წყლისა და შუქის გარეშე ტოვებს.

ბლინკენმა უკრაინელების მიმართ სასტიკ მოპყრობას „ბარბაროსობა“ უწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში