თურქეთში სასამართლო რეფორმა ლგბტ-საზოგადოებისთვის წესებს ამკაცრებს

16 ოქტომბერი 2025, 13:55 104 ნახვა

თურქეთის მთავრობა პარლამენტს განსახილველად წარუდგენს სასამართლო რეფორმების მე-11 პაკეტს, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანებისა და ერთსქესიანი წყვილებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.

თურქეთში ლგბტ-თემის წინააღმდეგ მთავრობის პოლიტიკა  გასაკუთრებით მას შემდეგ გამკაცრდა, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა თანამდებობა 2014 წელს დაიკავა და თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ პრაიდის მსვლელობები აკრძალა.

ახლა ქვეყანაში  მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეზღუდვები შეიძლება ამოქმედდეს. კანონპროექტის თანახმად, ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შესაძლოა დაემუქროს პირს, რომელიც საჯაროდ ხელს უწყობს ქცევებს ან იდენტობას, რომელიც არ შეესაბამება დაბადებისას მინიჭებულ სქესს.  

ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაემუქროს ერთსქესიან წყვილებს, თუ ისინი ნიშნობას ან ქორწილს გამართავენ. 

სასამართლო  რეფორმა ასევე მიმართულია ტრანსგენდერი საზოგადოების წინააღმდეგ. სქესის შეცვლის ოპერაციისთვის მინიმალური ასაკი 18 წლიდან 25 წლამდე იზრდება.

სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა ოპერაციების ჩატარებამ შეიძლება გამოიწვიოს სამიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში