საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წინასწარი შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია

01 დეკემბერი 2022, 19:27 378 ნახვა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წინასწარი შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) ვებ-გვერდზე უკვე გამოჩნდა ტურნირის წინასწარი განაცხადი, რომელიც ასე გამოიყურება:

  • რამინ შამილიშვილი (55 კგ.);
  • შოთა მიშველიძე (61 კგ);
  • გოდერძი ბერდელიძე (61 კგ.);
  • გურამ გიორბელიძე (67 კგ,);
  • კახი ასანიძე (73 კგ.);
  • რევაზ დავითაძე (89 კგ.);
  • ირაკლი გობეჯიშვილი (96 კგ.);
  • ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.);
  • გიორგი ჩხეიძე (109 კგ)
  • ზაზა ლომთაძე (109 კგ.);
  •  ლაშა ტალახაძე (+109 კგ.).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს 5-16 დეკემბერს კოლუმბიის დედაქალაქი ბოგოტა უმასპინძლებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში