NBA-ს ახალი სეზონი ბითაძისა და მამუკელაშვილის გუნდებმა მოგებით დაიწყეს 

24 ოქტომბერი 2025, 09:44 109 ნახვა

ფლოდირული დერბით დაიწყო NBA-ს ახალი საკალათბურთო სეზონი გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“, რომელმაც „მაიამი ჰიტს“ უმასპინძლა და 125:121 დაამარცხა. ბითაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთში 8 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება მიითვალა.

„ორლანდო“ მომდევნო მატჩს 25 ოქტომბერს „ატლანტა ჰოუქსთან“ ასევე შინ გამართავს. სწორედ „ატლანტა“ დაამარცხა მისავე მოედანზე სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ – 138:118.

მამუკელაშვილმა 17 წუთში 7 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება მოაგროვა.

„რეპტორსი“ შემდეგ მატჩს 25 ოქტომბერს შინ „მილუოკი ბაქსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე