უკრაინელებმა ოკუპირებულ მელიტოპოლთან სტრატეგიული ხიდი ააფეთქეს

13 დეკემბერი 2022, 10:07 465 ნახვა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებულ მელიტოპოლსა და სოფელ კონსტანტინოვკას დამაკავშირებელ ხიდს დაარტყეს, რომლის საშუალებითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ, - ინფორმაციას უკრაინული მედია მელიტოპოლის მერზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის სტარტეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი. სწორედ მისი საშუალებით ოკუნატებს გადაჰყავდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!“, -  აცხადებს ფედოროვი.

შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ხიდის კონსტრუქციის ნაწილი ჩაძირულია. ხიდზე მოძრაობა შეჩერებულია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში