რუსეთის ძალებმა უკრაინის რეგიონებზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, არის მსხვერპლი

08 ნოემბერი 2025, 14:31 97 ნახვა

რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის რეგიონზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 10-ზე მეტი, მათ შორის 2 ბავშვია. ოკუპანტმა გვიან ღამით იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს რეგიონზეც, სადაც 3 ადამიანი დაიღუპა.
დაჭრილია 6 პირი, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. დრონებით დაიბომბა ოდესის რეგიონი, რის შედეგადაც ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტში ხანძარი გაჩნდა. რუსეთის არმიის თავდასხმის სამიზნე გახდა პოლტავის რეგიონიც. ხარკოვში კი მართვადი ბომბი აფეთქდა, სადაც 8 ადამიანი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე