მშვიდობის მომხრე არის მხოლოდ აშშ-ის და  უნგრეთის მთავრობები - ვიქტორ ორბანი

08 ნოემბერი 2025, 11:32 77 ნახვა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ბრიუსელსა და ევროპელებს ომის მიმართ განსხვავებული ხედვა აქვთ. ვიქტორ ორბანის თქმით,  მშვიდობის მომხრე მხოლოდ აშშ-სა და პატარა უნგრეთის მთავრობები არიან.  პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა სხვა მთავრობა ევროპაში, უპირატესობას ომის გაგრძელებას ანიჭებს, რადგან ბევრი მათგანი ფიქრობს, რომ უკრაინას ფრონტის ხაზზე გამარჯვება შეუძლია, რაც სიტუაციის არასწორად გაგებაა. ამ განცხადების შემდეგ დონალდ ტრამპმა მას ჰკითხა: თქვენ ამბობთ, რომ უკრაინას ამ ომის მოგება არ შეუძლია? ორბანმა კი უპასუხა, რომ „სასწაულიც შეიძლება მოხდეს“.ამასთან, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი არის ერთგვარი კუნძული ლიბერალურ ევროპაში.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე