აზერბაიჯანში „პატრიოტულ ომში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ

08 ნოემბერი 2025, 14:30 102 ნახვა

აზერბაიჯანში „პატრიოტულ ომში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ. საზეიმო ღონისძიებაზე ბაქოში ჩავიდა თურქეთის პრეზიდენტიც, რომელმაც აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან ერთად აღლუმზე შეკრებილ მოქალაქეებსა და მონაწილე პირებს მიმართა. ქალაქის მთავარ გამზირზე საზეიმო მსვლელობა გაიმართა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო და 44-დღიანი ომის შემდეგ ბაქომ რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. 2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთის შუამავლობით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელიც ცეცხლის სრულ შეწყვეტას ითვალისწინებდა.  ცნობისთვის, 2020 წლის 3 დეკემბერს პრეზიდენტმა ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „გამარჯვების დღის“ დაწესების შესახებ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე