აშშ-ის პრეზიდენტისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრს შორის თეთრ სახლში შეხვედრა გაიმართა, რომლის შემდეგად ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნგრეთი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით სანქციებისგან გაათავისუფლა. ორბანის თქმით, უნგრეთს ყველაზე იაფი ენერგეტიკული ფასები ექნება. ასევე მილსადენების სანქციებისგან სრული გათავისუფლება ქვეყანას საშუალებას მისცემს, ევროპაში ყველაზე დაბალი ენერგოფასების უზრუნველყოფაში. თავის მხრივ, უნგრეთის მედიის შეფასებით, ტრამპთან მიღწეული შეთანხმება ცხადყოფს, რომ ქვეყანა შეძლებს გააგრძელოს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვა.