"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასს გაუორმაგებს

22 დეკემბერი 2022, 17:24 818 ნახვა

"ნაპოლი" ხვიჩა კვარაცხელიასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა  "გაზეტა დელო სპორტი" აქვეყნებს.

გამოცემის ცნობით, ნეაპოლელები კვარაცხელიას 1.2 მილიონიან ხელფასს გაუორმაგებენ და 2.4 მილიონ ევრომდე გაუზრდიან.

კონტრაქტის ვადა კი კიდევ ერთი წლით 2028 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივდება.

ხვიჩას აგენტი მამუკა ჯუღელი და "ნაპოლის" წარმოადგენლები ერთმანეთს იანვრის დასაწყისში შეხვდებიან და კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდებიან.

ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე 8 გოლი, 8 საგოლე გადაცემა და 3 მოპოვებული პენალტია.

იტალიის სერია A-ს 4 იანვარს განახლდება და "ნაპოლი" გასვლაზე მილანში "ინტერს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში