გოგა ბითაძემ და „ორლანდომ“ მეცხრე მატჩი მოიგეს

22 ნოემბერი 2025, 09:13 83 ნახვა

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში მეცხრე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლეს და 129:101 გაიმარჯვეს. წარმატებაში 23-ქულიანი წვლილი მიუძღვის ჯეილენ საგსს, 20 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს.

გოგამ კი 16 წუთი ითამაშა და სროლისას უშეცდომო იყო: მის ანგარიშზეა 10 ქულა, 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა. „ორლანდოს“ 9 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა.

მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს შინ, „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე