სანდრო მამუკელაშვილმა „ვაშინგტონს“ 23 ქულა ჩაუგდო 

22 ნოემბერი 2025, 09:09 69 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგი შეხვედრა საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონთან“ გამართა და 140:110 დაამარცხა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელმა მწვრთნელისგან 21 წუთი მიიღო და მიმდინარე სეზონში ყველაზე შედეგიანი შეხვედრა გამოუვიდა -  23 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა. მამუკელაშვილმა ექვსი ორქულიანი, ორი სამქულიანი და ხუთი საჯარიმო ჩააგდო.

ქართველი მოთამაშის გუნდისთვის ეს ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იყო, ხოლო, ჯამში, 11 მოგებითა და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზეა. მომდევნო მატჩს „ტორონტო“ 24 ნოემბერს „ბრუკლინ ნეტსთან“ ჩაატარებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე