ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ საპატიო სიგელით ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი , პროფესორი შუშანა ფუტკარაძე დააჯილდოვა, ასევე საპატიო სიგელი გადაეცა აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების თავმჯდომარეს აკაკი ბერიძეს. დაჯილდოების პარალელურად კონფერენცია გაიმართა . ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა ეკოლოგიურ პრობლემებზე ლექცია წაიკითხა.