საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა.
განცხადების მიღება დღეს დაიწყო და 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ სამეურვეო საბჭოს დოკუმენტების გადასარჩევად და კანდიდატებთან გასაუბრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.
კონკურსში მონაწილე აპლიკანტს უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, არანაკლებ ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლის და ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება.