,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ - პლატფორმის პრეზენტაცია

24 ოქტომბერი 2025, 11:01 123 ნახვა

განათლების სამინისტროში ახალი პლატფორმის ,,ქართული ენა ემიგრანტებისთვის‘‘ პრეზენტაცია გაიმართა. უწყების ინფორმაციით მისი მიზანი დიასპორისთვის ქართული ენის სწავლების გაძლიერების ხელშეწყობაა.

ელექტრონულ პლატფორმაზე ამ ეტაპზე, დარეგისტრირებულია 73 ქვეყნის 2400-მდე მოსწავლე და 41 მასწავლებელი. პლატფორმაზე განთავსებულია მოსწავლის, მასწავლებლისა და საგანმანათლებლო რესურსების სექციები.

ქართული ენის შესწავლის მსურველი მოსწავლეებისთვის გაკვეთილებს სერტიფიცირებული პედაგოგები ატარებენ.  

დიასპორისთვის ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულება, 2017 წლიდან ხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე