ახალი საცხოვრებელი დევნილი ოჯახებისთვის

24 ოქტომბერი 2025, 17:51 171 ნახვა

დევნილი ოჯახებისთვის, ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები თვალჭრელიძის ქუჩაზე გრძელდება. 

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში, 2 426 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს მიიღებს.

სამშენებლო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრმა დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დღეს, იმ დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდება, ვინც  თბილისში, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი შეავსო. 

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ.

მათთვის მინიჭებული ქულების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურები დაიწყება.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე