პუტინმა რუსული ნავთობის ექსპორტი გარკვეულ ქვეყნებში აკრძალა

28 დეკემბერი 2022, 11:48 398 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმ ქვეყნებში, რომლებსაც ზღვრული ფასი აქვთ დაწესებული, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტის აკრძალვის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. განკარგულების თანახმად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება უცხოური ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის იმ შემთხვევაში აიკრძალება, თუკი ისინი ზღვრული ფასების ფიქსაციის მექანიზმს პირდაპირ ან ირიბად გამოიყენებენ. პუტინის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ძალაში 2023 წლის 1-ელი თებერვლიდან შევა. დეკემბრის დასაწყისში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ ზღვით ტრანსპორტირებულ რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარი ბარელზე 60 დოლარის ოდენობით დაამტკიცეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში