კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან ჩინეთმა საზღვრები პირველად გახსნა

08 იანვარი 2023, 17:19 421 ნახვა

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან პირველად, სამწლიანი პაუზის შემდეგ ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ კონგთან საზღვაო და სახმელეთო გზები გახსნა და ქვეყანაში შემსვლელი ადამიანებისთვის სავალდებულო კარანტინის გავლაც გააუქმა. 8 იანვრიდან ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეებისთვის პასპორტებისა და სამგზავრო ვიზების გაცემაც განაახლა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი კოვიდშეზღუდვა ჰქონდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში არაერთხელ გამოცხადდა ლოკდაუნი, მოქალაქეებს ასევე მოეთხოვებოდათ, ხშირი ტესტირება და ვირუსის დადასტურების შემთხვევაში კარანტინი შესაბამის დაწესებულებაში.

შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკაზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში