ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა

11 იანვარი 2023, 11:06 448 ნახვა

ძლიერმა ქარმა ფოთში პრობლემები შექმნა. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრობოძები. ქალაქის ნაწილს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.  „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ელექტროენერგიის მასშტაბური წყვეტა არ მომხდარა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ნაწილობრივ დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.

რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო შეზღუდვებია გზებზე.  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

მეტეოროლოგების ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში აჭარის მთიან სოფლებში, ხულოსა და  გოდერძის ოღელტეხილზე, იმერეთის დაბლობზე, სამეგრელოს სანაპიროსა და  გურიის მთიან სოფლებში მოსალოდნელია შტორმული ქარი  33 მეტრ წამამდე.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში