ქობულეთის „შუქურამ“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

29 იანვარი 2023, 10:58 470 ნახვა

ქობულეთის „შუქურამ“ ახალი სეზონისთვის მზადება განახლებული შემადგენლობით ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად დაიწყო. კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ საჩემპიონო შემადგენლობიდან გუნდში მხოლოდ 8 ფეხბურთელი დარჩა. დანარჩენებმა კლუბი საკუთარი სურვილით დატოვეს.

კლუბის ხელმძღვანელებს ფეხბურთელების დავალიანება ჯერ კიდევ არ გაუსტუმრებიათ.

„შუქურამ“ გაზდელიანი, ასათიანი, ანდრონიკაშვილი და ქურდაძე დაიმატა, რომელიც უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით წყალტუბოს ‘’სამგურალში’’ თამაშობდა.

ქობულეთის „შუქურა“ მზადებას თბილისში გაივლის და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრასაც გამართავს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში