იუბილარი კვარაცხელია დღეს "კრემონეზეს" ეთამაშება

12 თებერვალი 2023, 10:02 863 ნახვა

დღეს იტალიის სერია A-ს მე-22 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" შინ "კრემონეზეს" უმასპინძლებს.

ხვიჩა კვარაცხელიას კი დღეს დაბადების დღე აქვს და იუბილეზე გათამაშების აუტსაიდერის წინააღმდეგ შესაძლებლობა ექნება საკუთარ თავს კარგი საჩუქარი გაუკეთოს.

ნეაპოლელები სატურნირო ცხრილში 56 ქულით ერთპიროვნული ლიდერები არიან, ხოლო კრემონელებს მხოლოდ 8 ქულა აქვთ და ბოლო პოზიციაზეს იკავებენ.

ეს დაპირისპირება მარადონას სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში