მაღალმთიანეთის 104 სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლებულა

16 თებერვალი 2023, 18:02 905 ნახვა

გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეფერხებებია სასწავლო და სააღმზრდელო პროცესში. მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო სასწავლო პროცესი არ განახლებულა ხულოში 44, ხოლო   შუახევში 38 სკოლაში. 

რაც შეეხება ქედას, 22 სკოლაში დღეს მოსწავლეები არ მივიდნენ, რის გამოც გაკვეთილი მხოლოდ 6  სკოლაში ჩატარდა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში