„რუსეთის აგრესია უკრაინაში-წინააღმდეგობის ერთი წელი“ -კონფერენცია ბათუმში

17 თებერვალი 2023, 15:36 602 ნახვა

" რუსეთის აგრესია უკრაინაში - წინააღმდეგობის ერთი წელი"  – ამ საკითხზე იმსჯელეს დღეს ბათუმში გამართულ კონფერენციაზე. განიხილეს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები, არსებული გამოწვევები და უკრაინიდან დევნილთა საჭირობები, ასევე არსებული  სამხედრო პერსპექტივები და ომის ფონზე საერთაშორისო გარემოს ცვლილება.

რეგიონალური კონფერენციები ჩატარდა საქართველოს 5 ქალაქში. შეხვედრაში არსამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და საელჩოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენცია ორგანიზაცია "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დეკოკრატიისთვის" ორგანიზებით გაიმართა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში