საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

23 თებერვალი 2023, 13:08 649 ნახვა

დღეს საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში საქართველოს ნაკრები 12 ქულით მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო ნიდერლანდების ნაკრები 8 ქულით ბოლო ადგილზეა. საქართველოს ნაკრებს ნიდერლანდებთან 8 მატჩი აქვს ჩატარებული, აქედან 4 ჩვენმა გუნდმა მოიგო, ოთხი კი მეტოქემ.

ნიდერლანდებისა და საქართველოს მატჩში თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ილიას ზუროსის გუნდი 26 თებერვალს თბილისში ისლანდიას უმასპინძლებს. ნიდერლანდებთან და ისლანდიასთან გამარჯვების შემთხვევაში კი საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში