ხვიჩა კვარაცხელიას ‘’ნაპოლიმ’’ სტუმრად ‘’ემპოლი’’ დაამარცხა

26 თებერვალი 2023, 10:08 514 ნახვა

სერია A-ს მორიგ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ‘’ნაპოლიმ’’ სტუმრად ‘’ემპოლი’’ ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.  ორივე გოლი ქართველი ფეხბურთელის აქტიურობას მოჰყვა.  

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 13 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.

ნაპოლი სერია A-ს 65 ქულით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 3 მარტს, ლაციოსთან ჩაატარებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში