თბილისის ''დინამომ'' წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაში სეზონის პირველი მატჩი მოიგო

02 მარტი 2023, 10:00 859 ნახვა

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში თბილისის ''დინამომ'' გასვლაზე ''ვასპო ჰანოვერი“ 8-10 დაამარცხა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი თავიდანვე დაძაბული გამოვიდა და პირველი პერიოდი ფრედ 2:2 დასრულდა. მეორე მეოთხედში ''ვასპო ჰანოვერმა'' 6 გოლი გაიტანა და მეორე მოეთხედი 8:6 მოიგო. დარჩენილი ორი პერიოდი კი ''დინამოს'' უპირატესობით წარიმართა და მეტოქეს 4 გოლი გაუტანეს. დაახლოებით 20 წუთის განმვალობაში ''დინამოს'' მეკარე რაზმაძემ მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა და თბილისელებმა პირველი გამარჯვება ჩაიწერეს აქტივში.

9 ტურის თავზე ''დინამო'' და ''ვასპო ჰანოვერი'' 3-3 ქულით მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. მე-10 ტურში თბილისის „დინამო“ შემდეგ მატჩს 22 მარტს „რადნიჩკის“ უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში