ბათუმის საჯარო სკოლიდან კაცი ორსულობის მუხლით სამსახურიდან შეცდომით დაითხოვეს

07 მარტი 2023, 14:30 2803 ნახვა

ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მასწავლებელი მამია მჟავანაძე აცხადებს, რომ სკოლის დირექტორმა, ცირა ქობულაძემ იგი სამსახურიდან ორსულობის მუხლით დაითხოვა.

მჟავანაძე ამბობს, რომ დირექტორთან სკოლაში არსებული დარღვევების გამო კონფლიქტი ჰქონდა, რის გამოც იძულებული გახდა წასვლის შესახებ განცხადება დაეწერა, თუმცა მისი განთავისუფლება უცნაური მუხლით მოხდა, დოკუმენტში მიზეზად დასახელებულია ორსულობა.    

მე-16 საჯარო სკოლაში დირექტორი ადგილზე არ დაგვხდა. ადმინისტრაციაში კი გვითხრეს, რომ ბრძანებაში შეცდომით დაიბეჭდა შრომის კოდექსის მუხლი, რომელიც ახალი ბრძანებით მალევე შეიცვალა.

სკოლაში არსებული დარღვევების შესახებ კი კომენტარი არ გააკეთეს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში