„მაიდანი ბათუმი“ - 1 წელი მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვიდან

16 მარტი 2023, 19:11 629 ნახვა

ერთი წელი მარიუპოლის თეატრის შენობის დაბომბვიდან  -  თარიღთან დაკავშირებით დღეს  ბათუმში ევროპის მოედანზე აჭარაში მცხოვრები, რუსეთის აგრესიის  გამო  უკრაინიდან  დევნილი,  უკრაინის  მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე გამოფენილი იყო  უკრაინაში რუსეთის ომის და მარიუპოლის თეატრის დაბომბვის ამსახველი ფოტო  მასალა. აქციაზე, რომელიც ‘’მაიდანი ბათუმის’’ აქტივისტების ორგანიზებით გაიმართა, გაიხსენეს გასული წლის მარტის  ტრაგიკული მოვლენები.   რუსულმა ავიაციამ  შარშან  16 მარტს დაბომბა შენობა, რომელსაც თავს ათასობით მოქალაქე, მათ შორის ბავშვები აფარებდნენ. ადგილზე გაკეთებული იყო გამაფრთხილებელი  წარწერა ‘ბავშვები’ სწორედ ამიტომ უკრაინა ფაქტს ომის დანაშაულად და ტერორისტულ აქტად აფასებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში